ესპანეთში გამართულ ამხანაგურ მატჩში, საუდის არაბეთმა 0:4 წააგო მოლდოვასთან. როგორც იცით, 29 მაისს არაბები საქართველოს ნაკრებს შეხვდებიან. ასე რომ, დიდი შანსია, ბოლო 4 წლის განმავლობაში ნაკრებმა პირველად გაიტანოს მინიმუმ 3 გოლი.
მოლდოველებმა მე-9 წუთზე გახსნეს ანგარიში არმაშის თავურით. 32-ე წუთზე პიკუშაკმა არაბი ფეხბურთელის ხელის თამაშისთვის დანიშნული პენალტი გოლად გარდასახა და 2:0 გახდა, რასაც მალევე ალექსეევის პირისპირ გასვლა და მესამე გოლი მოჰყვა. მეოთხე ბურთი კი გაცკანმა მიითვალა 53-ე წუთზე, როცა მოჭრილი დაარტყა ცხრიანში – მეკარე ამ დროს კარში არ იდგა... გარეთ იყო გამოსული.