74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ხუციშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. რეპეშაჟის შანსი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისმა მომგებმა ყაბარდოელმა ანიუარ გედუევმა ფინალის საგზური მოიპოვა.
დამამშვიდებელი ეტაპის პირველ შეხვედრაში კი ხუციშვილმა სასწაული ჩაიდინა - პოლონელ ტომაშ როგიშთან პირველი პერიოდი მხრის ტრავმის გამიზეზების გამო 3:4 წააგო, მაგრამ ბრძოლა არ შეწყვიტა და მეტოქეს მომდევნო ორი ორწუთეული ცალი ხელით მოუგო. ტრავმის სერიოზულობაზე ისიც მეტყველებს, რომ მსაჯმა გამარჯვებულ ხუციშვილს ხელი ვერ აუწია.
დამამშვიდებელი ეტაპის ნახევარფინალში ქართველი მოჭიდავე ბულგარელ ბაზანს დაუპირისპირდება.
მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი კი რეპეშაჟის ფინალში გერმანელ ნიკ მატუჰინს უნდა შეხვდეს.