ესპანელი ტომი რობრედო სადიდსლემო ტურნირების ისტორიაში 1927 წლიდან მოყოლებული პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ზედიზედ 3 ისეთი მატჩი მოიგო, რომლის საწყისი 2 სეტი წააგო. აქამდე ეს მხოლოდ 2 ჩოგბურთელს ჰქონდა მოხერხებული. უკანასკნელი “დიდი სლემი ქამბექი” ფრანგმა ანრი კოშემ 1927 წელს უიმბლდონზე მოახერხა.
თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს 6:7 (5:7), 3:6, 6:4, 6:4, 6:4 დამარცხების შემდეგ რობრედომ ღეუტერს-ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, ისტორიასა და რეკორდზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი, მთავარი მეოთხედფინალში გასვლა იყოო. “გასულ წელს მარცხენა ფეხის მყესების ოპერაცია გავიკეთე. მანამდე 3-4 წლის განმავლობაში წესიერად რბენა არ შემეძლო. ალმაგროსთან მატჩის წინ დაღლილი ვიყავი. კორტზე გასვლის წინ მიზნად პირველი სეტის მოგება დავისახე. წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო წარმატების მიღწევა ძალიან გაჭირდებოდა. ამის მიუხედავად, პირველ პარტიასთან ერთად მეორეც დავთმე. ხელი მტკიოდა და რამდენიმე გეიმის განმავლობაში ჩოგნის დაჭერაც კი მიმძიმდა. მოულოდნელად ყველაფერი ნორმაში ჩადგა. მესამე სეტიდამ მოვუმატე და მორიგი “ქამბექიც” გამომივიდა”, - ტომი კმაყოფილებას არ მალავდა.
რობრედოს გამოსვლას როჯერ ფედერერიც გამოეხმაურა: “კარგად ვიცი, როგორი რთულია, 0:2-ის შემდეგ მატჩის შემობრუნება. ეს დიდი მიღწევაა. მოხარული ვარ ტომის ბრწყინვალე თამაშით”.