თამაშგარე

13:05 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სასტიკად უპასუხისმგებლო” და ცუდი მამა

ალენ აივერსონი ნბა-ს სუპერვარსკვლავია, მაგრამ... საშინელი მამაა. ეს დასკვნა ატლანტის შტატის ოჯახურ საქმეთა სასამართლომ გამოიტანა. “სასტიკად უპასუხისმგებლო” - სწორედ ამ სიტყვებით დაახასიათეს ის სასამართლოზე.
აივერსონი ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს, რომელთანაც 5 შვილი ჰყავს. ახლა კი, საბოლოო განაჩენით, შვილების ნაცვლად, მას აკრძალვათა მთელი ნუსხა შერჩა ხელთ და უამრავი რამ დაეკისრა.
სასამართლოს დადგენილებით, სპორტსმენს საერთოდ არ აქვს მიღებული მონაწილეობა შვილების სულიერ და ემოციურ აღზრდაში. ასევე განხილული იყო ალკოჰოლიზმისადმი მისი მიდრეკილება და ითქვა, რომ მთვრალი ცუდ მაგალითს აძლევდა შვილებს.
ამ მიზეზთა გათვალისწინებით, ვერდიქტი შემდეგია: ალენის მეუღლეს, ტავანას დაეკისრა შვილების აღზრდა და მის კომპეტენციაში გადავიდა მამასთან ბავშვების კონტაქტის გაკონტროლება.
აივერსონს 18 თვის განმავლობაში (სანამ ყველა შვილი სრულწლოვანი არ გახდება) ალკოჰოლის მიღება აეკრძალა და შვილებს მხოლოდ მაშინ ნახავს, როდესაც ყოფილი მეუღლე დართავს ნებას. ნახვის უფლება კი, კვირაში მხოლოდ 24 საათით მიეცემა.
 

0.14477