საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირი მარცხით გახსნა.
ქართველმა წყალბურთელებმა ძალიან მოინდომეს და პირველი რვაწუთეულის შემდეგ გაცილებით გამოცდილ რუმინეთის ეროვნულ გუნდს 4:3 ამარცხებდნენ, თუმცა, დარჩენილ პერიოდებში მხოლოდ 2 გოლი შეაგდეს და 6:11 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მარკო ელაჩა იყო 3 ბურთით, თითოჯერ კი თავი დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა და გიორგი ხვედელიანმა გამოიჩინეს. რუმინელთა ლიდერებად კოსმინ რადუ და ტიბერიუ ნეგრეანი მოგვევლინენ. მათ აქტივში 3-3 გოლი გახლდათ.
საინტერესოა, რომ A ჯგუფში გამართულ კიდევ ერთ მატჩში იდენტური შედეგი დაფიქსირდა. ჩერნოგორიელებმა საბერძნეთის ნაკრები ასევე 11:6 დაამარცხეს. ცნობისთვის, 14 ივლისს თბილისის დროით 13:30 საათიდან ქართველები სწორედ ბერძნებს ეთამაშებიან.
A ჯგუფის დასკვნით მატჩში იტალიელებმა რუსები 13:6 დაამარცხეს.
2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. 14-27 ივლისი. ბუდაპეშტი (უნგრეთი). A ჯგუფი. 1-ლი ტური
რუმინეთი – საქართველო 11:6 (3:4, 3:1, 2:0, 3:1)
საქართველო: იელაჩა (3), ცრეპულია (1), ელეზი (1), ხვედელიანი (1).
მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი.
ჩერნოგორია – საბერძნეთი 11:6 (1:1, 4:1, 3:2, 3:2)
იტალია – რუსეთი 13:6 (3:1, 4:3, 4:1, 2:1)
B ჯგუფი
ხორვატია – გერმანია 10:5 (4:3, 2:0, 3:0, 1:2)
საფრანგეთი – სერბეთი 5:16 (1:4, 1:3, 0:3, 3:6)
22:30 ესპანეთი – უნგრეთი