საფრანგეთის კუნძულ რეიუნიონის მცხოვრებ სერფერს ზვიგენმა ფეხი მოაჭამა, რის გამოც, 21 წლის ყმაწვილი გარდაიცვალა. მტაცებელი მსხვერპლს ნაპირიდან 100 მეტრის მოშორებით დაესხა თავს. ინცინდენტის შედეგად სერფერს ძლიერი სისხლდენა დაეწყო და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე სული დალია.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ივნისსა და სექტემბერში კუნძულზე ორი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც რეგიონის მთავრობამ სანაპიროზე კონტროლი გაზარდა, თუმცა უშედეგოდ. ბოლო დროს ინდოეთის ოკეანეში ზვიგენების თავდასხმების რიცხვმა იმატა, ყველაზე ხშირად კი, მათი მსხვერპლი, სწორედ სერფერები ხდებიან.