ფეხბურთი

22:45 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სარატე “ვესტ ჰემში” ითამაშებს

27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო სარატე კარიერას “ვესტ ჰემში” განაგრძობს. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა ლონდონელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მაურო სარატემ მშობლიურ “ველეს სარსფილდთან” კონტრაქტი რამდენიმე დღის წინათ გაწყვიტა. არგენტინული კლუბის განცხადებით, ფეხბურთელმა კუთვნილი სახელფასო დავალიანების მიღებაზე უარი განაცხადა.

მაურო სარატეს “ველეს სარსფილდში”, “ალ სადში”, “ბირმინგემში”, “ლაციოსა” და “იტერში” უთამაშია. 2013 წელს ის მშობლიურ “ველეს სარსფილდში” დაბრუნდა, რომლის მაისურით 29 თამაში ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117843