ფეხბურთი

13:46 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სარატე “ველესში” დაბრუნდა

არგენტინელმა ფორვარდმა მაურო სარატემ, რომელმაც რომის "ლაციოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა,  მშობლიურ “ველესს” მიაშურა. ამ ინფორმაციას არგენტინული კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

მოგეხსენებათ, სარატე “ველესის” აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას 2004-2007 წლებში იცავდა. მის შემადგენლობაში, თავდამსხმელი არგენტინის ჩემპიონი გახდა. ამის შემდეგ, სარატე ყატარულ “ალ სადში” გადაბარგდა, საიდანაც ინგლისურ “ბირმინგემში” აღმოჩნდა. 2008 წლიდან, სარატე იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობდა – რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერში” (იჯარით).

აღსანიშნავია, რომ სარატეს გადაბირება მოსკოვის “სპარტაკს” სურდა.

 

0.118201