“სარაგოსას” მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის აბოსი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად “ბილბაოს” დამარცხებას (86:77) გამოეხმაურა და გიორგი შერმადინის წვლილი განსაკუთრებულად აღნიშნა. ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ქართველმა ცენტრმა ხომ 24 წუთში თამაშიდან არცერთი ტყორცნა არ გააცუდა და 20 ქულით არაგონელთა რიგებში საუკეთესო იყო.
“შერმადინი შეუდარებელი გახლდათ. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში სარგებლიანად ირჯებოდა და ისიც გამოჩნდა, რომ უდიდესი პოტენციალი აქვს. როდესაც გიორგისთან კონტრაქტს ვაფორმებდით, ვიცოდი, რომ მას ჩვენთვის დიდი დახმარების გაწევა შეეძლო. ეს პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გამოჩნდა და იმედი მაქვს, მომავალშიც ასევე გაგრძელდება”.