ფეხბურთი

13:17 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სარაგოსამ “ტორპედოსთან” ერთად პირველად მოიგო

 

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ”, ამხანაგური მატჩი ადგილობრივ მესამე ლიგის გუნდს “აქსასისფორთან” ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ, გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ქვილითაია, ტაბატაძე, სულთანიშვილი, ზაზა ჭელიძე, კუსიანი, გიგაური, გოროზია, ფირცხალავა, კუხიანიძე, ახვლედიანი, კაპანაძე.

მეორე ტაიმში შევიდნენ: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გაბაძე, პატარკაციშვილი, ცინცაძე, ოლეფირენკო, გოგიჩაიშვილი, კიკაბიძე, მზევაშვილი, ჯიქია, საბანაძე.

პირველ ტაიმში ანგარიში თორნიკე კაპანაძემ გახსნა, ხოლო მატჩის მეორე ნახევარში გოლი ალეკო მზევაშვილმა გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ სარაგოსას გუნდში მისვლის შემდეგ, ქუთაისელებმა პირველი თამაში მოიგეს.

მომდევნო ამხანაგურ თამაშს “ტორპედო” 31 ივლისს ჩაატარებს და თურქეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ „ქართალისფორს“ შეხვდება. სპარინგი 17:30 საათზე დაიწყება.

 

0.117152