ბრაზილიელი რონალდინიოს ყოფილი და იტალიელი მარიო ბალოტელის ამჟამინდელი სატრფო, იტალიელი ფოტომოდელი სარა ტომაზი ჟურნალისტებთან საუბარში გამოტყდა, რომ მას შავკანიანი მამაკაცები ყოველთვის ძალიან მოსწონდა და ამჟამინდელი საყვარელი, (მართალია, სახელი არ უთქვამს, მაგრამ სავარაუდოდ, სწორედ მარიო ბალოტელის გულისხმობდა) მისთვის განსაკუთრებულია.
სარა ტომაზის თქმით, შავკანიან მამაკაცებს განსაკუთრებული ხიბლი გააჩნიათ და გარდა იმისა, რომ სექსში შეუდარებელნი ყოფილან, ზოგადად ყოფით საკითხებშიც დამყოლნი და ქალების აზრის პატივისმცემლები არიან. სარამ ასევე გაიხსენა მისი ყოფილი გულისსწორი, ბრაზილიელი რონალდიონიც და თქვა, რომ ამ ადამიანს დღემდე პატივს სცემს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.
უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც სარა ტომაზიმ მილანსა და რომში საკუთარი სამოდელო სახლები დააარსა, თუმცა თავადაც დღემდე მოქმედ ფოტო-მოდელად რჩება და კვლავ უპრობლემოდ იხდის ფოტოკამერების წინ. ახლა კი, სარა რაც მარიო ბალოტელის დაუმეგობრდა, (თუმცა, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობს) სამოდელო სახლის ინგლისში დაარსება გადაუწყვეტია. ცნობილი გახდა, რომ სარა ტომაზის 2012 წლის გაზაფხულისათვის თავისი კანტორა ლონდონშიც ექნება.