საქართველოში ჭადრაკს უდიდესი ტრადიციები აქვს. ჩვენს ქვეყანაში ეს თამაში ძალიან პოპულარულია, ქართველი ქალი მოჭადრაკეები კი ის ფენომენია, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს და წლების მანძილზე აღაფრთოვანებდა სპეციალისტებსა თუ გულშემატკივრებს.
2014 წელი ჩვენი ჭადრაკისთვის უდიდესი გამოწვევების წელიწადია: საქართველო პირველად მასპინძლობს ქალთა მსოფლიო გრან-პრის; თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი და რაც მთავარია:
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ინიციატივით, საქართველოს სურს 2018
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჭადრაკის ფედერაციისთვის გადასაცემად 984 000 (ცხრაას ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარი გამოუყო.
ეს ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან ქართული ჭადრაკის უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა!
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური