ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალში, ქობულეთის “შუქურა” საჩხერის “ჩიხურას” შეხვდება, ხოლო თბილისის “დინამო” გორის “დილას”.
28 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ კენჭისყრაზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:
“შუქურა” (ქობულეთი) – “ჩიხურა” (საჩხერე)
“დინამო” (თბილისი) – “დილა” გორი
პირველი მატჩები 8 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 23 აპრილს გაიმართება.