დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, თბილისის “დინამომ” რუსთავში “მეტალურგს” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გასვლა, ფაქტობრივად, გაინაღდა. “სიონი” ვაკეში “ჩიხურას” უგებდა, მაგრამ ბოლოსკენ საჩხერელთა ექს-დინამოელმა ახალწვეულებმა ივაჟკაცეს, ელგუჯა გრიგალაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლევან ხმალაძემ გარდასახა. ამ გოლით ზემოიმერლებმა საპასუხო მატჩის წინ კარგი წინაპირობა შეიქმნეს. “დილა” ქუთაისში ორბურთიანი სხვაობით უგებდა “ტორპედოს,” თუმცა ყმაწვილი ოთარ კვერნაძის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა, ქუთათურებს მცირე, მაგრამ შანსი შეუნარჩუნა. ქობულეთში კი “შუქურა” და “მერანი” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.
სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ზვიად ლობჯანიძე (55), 1:1 ლევან ხმალაძე (პენ, 72)
მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)
გოლი: 0:1 ჩისკო (71), 0:2 ირაკლი ძარია (90)
ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 1:2 (0:1)
გოლი: 0:1 ალექსანდრე კვახაძე (36), 0:2 ლევან კორღალიძე (83), 1:2 ოთარ კვერნაძე (90)
შუქურა (ქობულეთი) – მერანი (მარტვილი) 0:0