15 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 24-ე გათამაშების 1/16-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
21 აგვისტო
“ზუგდიდი” – “კოლხეთი” (ხობი)
“გურია” (ლანჩხუთი) – “საპოვნელა” (თერჯოლა)
“სამტრედია” – “მერანი” (მარტვილი)
“შუქურა” (ქობულეთი) – “სქური” (წალენჯიხა)
“ალგეთი” (მარნეული) – “ლოკომოტივი” (თბილისი)
“სიონი” (ბოლნისი) – სტუ (თბილისი)
“ლიახვი” (აჩაბეთი) – “ვიტ ჯორჯია” (თბილისი)
“სპარტაკი” (ცხინვალი) – “ჭიათურა”
22 აგვისტო
“სულორი” (ვანი) - “ზესტაფონი
“დინამო” (ბათუმი) – “მერცხალი” (ოზურგეთი)
“სამგურალი” (წყალტუბო) – “კოლხეთი” (ფოთი)
“მეტალურგი” (რუსთავი) – “გაგრა”
საქართველოს თასის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება. ის გუნდები, რომლებიც ევროთასებზე თამაშობენ, ან ითამაშეს: თბილისის “დინამო”, გორის “დილა”, საჩხერის “ჩიხურა” და ქუთაისის “ტორპედო”, თასის გათამაშებაში 1/8-ფინალიდან ჩაერთვებიან.
ბადრი კეთილაძის ფოტო