10-დან 12 ივნისის ჩათვლით, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე ქალთა შორის ბლიცსა და რაპიდში საქართველოს პირველ ჩემპიონატს მასპინძლობს.
რაპიდში 10 და 11, ხოლო ბლიცში მოასპარეზე მოჭადრაკეები 12 ივნისს ითამაშებენ.
აღნიშნულ ტურნირში 40-მდე მონაწილე გამოვა. თუ არ ჩავთვლით ნანა ძაგნიძეს, ბელა ხოტენაშვილს, ლელა ჯავახიშვილსა და სოფო გურამიშვილს, რაპიდისა და ბლიცის ჩემპიონატში ყველა წამყვანი მოჭადრაკე გამოვა.
10 ივნისს ასპარეზობა 15:00 საათზე დაიწყება.