საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში 2 სექტემბერს ჩავიდა და საღამოს მსუბუქი ვარჯიშის შემდეგ დღეს სრულფასოვანი, ორჯერადი ვარჯიშეი გამართა. ნაკრებმა დილას, 9:30 საათზე ივარჯიშა იმ დარბაზში, სადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.
„ცელიე არენაზე“ ვარჯიშმა საათნახევარს გასტანა, მის დაწყებამდე კი ნაკრების წევრებს ფიბა-ევროპის ტელევიზიის ჯურნალისტებმა ფოტოები გადაუღეს. მოთამაშეების პორტრეტები სატელევიზიო რეპორტაჟებისთვის არის საჭირო და დღეს ჩემპიონატის ყველა მონაწილე ფოტოგრაფებმა მცირე ხნით შეაყოვნეს.
საღამოს 6 საათზე საქართველოს ნარეკბა უკვე ლაშკოში, „ტრი ლილიას“ არენაზე ივარჯიშა. ეს გახლავთ ლაშკოს გუნდ „პივოვარნას“ დარბაზი, რომელიც იმ სასტრუმროსთან, სადაც საქართევლოს ნაკრები ცხოვრობს, ავტობუსით 5 წუთის სავალზეა.
იგორ კოკოშკოვმა ნაკრები სრულფასოვნად ავარჯიშა. იყო როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური სამზადისი. მოთელვის შემდეგ ნაკრების წევრებმა კომბინაციებზე მუშაობა გააჩაღეს, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა.
ნაკრების ყველა წევრი ჯანმრთელადაა და ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა. ჩვენი ხვალინდელმა მეტოქე პოლონეთმა დღეს ასევე ორჯერ ივარჯიშა. თავდაპირველად ლაშკოში, საღამოს კი „ცელიე არენაზე“.
საქართველოს ნაკრებს ხვალ, დილის 9 საათზეც აქვს ვარჯიში დაგეგმილი, თუმცა ჩატარდება თუ არა იგი, მთავარი მწვრთნელი მოგვიანებით გადაწყვეტს. რაც შეეხება მატჩს, ის „ცელიე არენაზე ხვალ, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
www.gbf.ge
www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტის ლაშა კუპრაშვილის ფოტოები სლოვენიიდან