ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ყაზახეთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგურ მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
მატჩის მე-17 წუთზე გოლი სერგეი ხიჟნიჩენკომ გაიტანა.
საქართველო: რევიშვილი, კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა, კობახიძე, კანკავა (კ), ოქრიაშვილი, თარგამაძე, ანანიძე, სირბილაძე.
სათადარიგოები: ლორია, კვასხვაძე, თომაშვილი, კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი, დვალიშვილი, გელაშვილი, მჭედლიძე, შოთა გრიგალაშვილი.
მთავარი მსაჯი: სერგეი ცინკევიჩი (ბელარუსი).