ფეხბურთი

19:52 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ალბასეტეში შეკრება დაიწყო

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ალბასეტეში შეკრება დაიწყო.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ნაკრების პრესატაშემ ოთარ გიორგაძემ აცნობა.

8 ოქტომბერს, თბილისის აეროპორტიდან ესპანეთში შემდეგი ფეხბურთელები გაფრინდნენ:

მეკარეები: გიორგი ლორია (“დინამო”), ნუკრი რევიშვილი (“დილა”), როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”), მინდვრის მოთაშეები: ალექსანდრე კვახაძე, გულვერდ თომაშვილი (ორივე “დილა”), გიორგი ხიდეშელი (“ტორპედო”), დავით კვირკველია, ლევან ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (ყველა “დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”), მათე ღვინიანიაძე (“სევასტოპოლი”, უკრაინა), უჩა ლობჟანიძე (“დნიპრო”, უკრაინა).

აეროპორტში იყო ბაჩანა ცხადაძეც, რომელსაც სავიზო პრობლემები შეექმნა და გუნდს ვერ გაჰყვა. პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, ის ესპანეთში კვირის ბოლოს გაემგზავრება.   

ქართული დელეგაცია სტამბოლის გავლით ვალენსიაში ჩავიდა, საიდანაც ალბასეტეს მიაშურა.

დანარჩენი მოთამაშეები თანაგუნდელებს ალბასეტეში შეურთდებიან. თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ლორია (“დინამო”), ნუკრი რევიშვილი (“დილა”), როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (“დნიპრო”, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (“მორდოვია”, რუსეთი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), ალექსანდრე კვახაძე, გულვერდ თომაშვილი (ორივე “დილა”), გიორგი ხიდეშელი (“ტორპედო”), დავით კვირკველია “დინამო”), გიორგი ფოფხაძე (“იაგელონია”, პოლონეთი), მათე ღვინიანიძე (“სევასტოპოლი”, უკრაინა).

ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (ყველა “დინამო”), ალექსანდრე კობახიძე (“დნიპრო”, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩივეცი“, უკრაინა), ავთო ებრალიძე (“ჟილ ვისენტე”, პორტუგალია),  ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი).

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (“ლეგია”, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (“ყარაბაღი”, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე (“ინტერი”, აზერბაიჯანი), ირაკლი მოდებაძე (“დილა”).

მომავალ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა (“დნიპრო”), გია გრიგალავა (“ანჟი”, რუსეთი) და დავით თარგამაძე (“ილიჩივეცი”) გამოტოვებენ.

ესპანეთში წასვლამდე კომენტარი გიორგი ლორიამ და ირაკლი ძარიამ გააკეთეს.

გიორგი ლორია: “შესარჩევის ბოლო თამაშია. მეტოქე ესპანეთის ნაკრებია და შევეცდებით რაც მაქსიმუმია, იმას მივაღწიოთ”.

ირაკლი ძარია: “ბოლო თამაშია და ყველანაირად ვეცდებით წარმატებით დავასრულოთ. ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ”.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება 15 ოქტომბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

 

0.131143