საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 29 მაისს ესპანეთის ქალაქ ხერესში საუდის არაბეთთან რომ ისპარინგებდა, ამის შესახებ “მსოფლიო სპორტი” უკვე იუწყებოდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიას შეგირდები 3 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ - შვეიცარიაში არაბეთის გაერთიანებული საემირობის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მომავალი თამაშებისთვის ქეცბაიამ შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“, მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („იაგელონია“, პოლონეთი).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ავთანდილ ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა).
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი).
ნაკრები ესპანეთში 23 მაისს გაემგზავრება. გუნდს ტრავმირებული ჯანო ანანიძე და გიორგი ჭანტურია ვერ დაეხმარებიან.