კალათბურთი

16:19 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ქომაგები ცელიეში შეგროვდნენ

ცელიეში საქართველოს  ნაკრები ევრობასკეტის პირველ მატჩში პოლონეთის გუნდს შეხვდება. ცელიე-არენის სალაროებში კიდევ იყიდება ამ მატჩის ბილეთები. სექტორების მიხედვით მათი ფასია 15,25 და 35 ევრო. მოლარეებმა მითხრეს, რომ თამაშამდე ერთი საათით ადრე, კიდევ საკმაო რაოდენობის ბილეთები იყო დარჩენილი.

აქვე ვნახეთ ჩვენი ნაკრების ფანები,რომლებიც რამდენიმე დღეა ჩამოვიდნენ თბილისიდან. მათ გვითხრეს, რომ საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ცელიეში ჩამოსულია  ქომაგთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი,ზუსტი რაოდენობა არ ვიცითო.

თამაშის დაწყებამდე 75 წუთით ადრე ცელიე-არენასთან ავტობუსით  მოვიდა საქართველოს ნაკრები, რომლის წევრებს ქართველი ქომაგები დროშებით, ოვაციებით და შეძახილებით "საქართველოს გაუმარჯოს" შეხვდნენ.

 არსებული  მონაცემებით,საქართველოს ნაკრების საქომაგოდ "ცელიე არენაზე" იქნება დაახლობით 150-200  ქართველი ქომაგი. საკმაოდ მრავლად არიან პოლონეთის ნაკრების გულშემატკივრებიც, რომლებიც თბილად მოგვესალმნენ.

აქვე  ჩვენთან მოვიდნენ ლატვიელი სტუდენტები,რომლებმაც თქვეს რომ  საქართველოს ნაკრებს უქომაგებენ. ეს ამბავი ცოტა გაგვიკვირდა, მაგრამ სასიამოვნო კი იყო მათი ეს სურვილი და გადაწყვეტილება.

თენგიზ პაჭკორია, ცელიე,სპეციალურად www.worldsport,ge-სთვის

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი “ჯომა”


 

0.155828