საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მაისის თვესთან შედარებით ივნისში ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში პოზიცია 7 საფეხურით გაიუმჯობესა და 96 ადგილზე იმყოფება.
რეიტინგს კვლავ ესპანეთი ლიდერობს, მეორე ადგილზე გერმანიაა, ხოლო მესამე პოზიციაზე ბრაზილიამ გადაინაცვლა.
დღესდღეობით, მსოფლიოს რეიტინგში საუკეთესო 20 გუნდის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1 (1). ესპანეთი – 1485
2 (2). გერმანია – 1300
3 (4). ბრაზილია – 1242
4 (3). პორტუგალია – 1189
5 (7). არგენტინა – 1175
6 (8). შვეიცარია – 1149
7 (6). ურუგვაი – 1147
8 (5). კოლუმბია – 1137
9 (9). იტალია – 1104
10 (11). ინგლისი – 1090
11 (12). ბელგია – 1074
12 (10). საბერძნეთი – 1064
13 (12). აშშ – 1035
14 (13). ჩილე – 1026
15 (15). ჰოლანდია – 981
16 (17). უკრაინა – 915
18 (20). ხორვატია – 903
19 (18). რუსეთი – 893
20 (19). მექსიკა – 882
...27 (22). შოტლანდია -786
...69 (72). პოლონეთი - 474
...70 (66). ირლანდია – 473
... 96 (103). საქართველო - 349
გერმანია, პოლონეთი, შოტლანდია და ირლანდია ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღდეგე გიბრალტარი ფიფას რეიტინგში ჯერ არ შეუყვანიათ.