საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ფედერაციის გამგეობის 14 აგვისტოს განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს განრიგს საკალათბურთო სამყაროს სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრების გამართვის შესახებ.
ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გაიმართება იმ ჯგუფთან, რომელმაც გუშინ, 20 აგვისტოს კალათბურთის ფედერაციის მისამართით გარკვეული განცხადებები გაავრცელა. ამ შეხვედრებზე იქნება ამომწურავი საუბარი ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც დღესდღეობით დღის წესრიგში დგას.
www.gbf.ge