კალათბურთი

15:58 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის განცხადება

14 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში გაიმართაფედერაციის გამგეობის სხდომა. გამომდინარე იმდაპისპირებებიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 აგვისტოსდაგეგმილი რიგგარეშე ყრილობის წინ, საქართველოსკალათბურთის ფედერაციის გამგეობამ მიიღო შემდეგიგადაწყვეტილება:

ფედერაციის წესდების ახალი რედაქციით მიღება აუცილებელია მისიპროექტის განხილვაში საზოგადოების ფართო ფენებისა დასაკალათბურთო სამყაროს ჩართვის გზით. უნდა მოხდეს წესდებისპროექტის შეჯერება კალათბურთით დაინტერესებული ნებისმიერიპიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფთან.

ამისთვის მოვუწოდებთ ყველას:

შექმნილ გაუგებრობას ნუ მივცემთ დაპირისპირების და კონფლიქტის სახეს. მით უმეტეს ახლა, როცა წინ გველის უმძიმესი დაპასუხისმგებლობით აღსავსე ევროპის ჩემპიონატი.

 ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ გამგეობა გამოაცხადებსსაკალათბურთო სამყაროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან დასაზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეხვედრების განრიგს, სადაცმაქსიმალურად შეჯერდება ახალი წესდების რედაქცია.

მხოლოდ ამის მერე დაინიშნება ფედერაციის ყრილობა წესდების ახალირედაქციით მისაღებად.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებიჩატარდება მხოლოდ წესდების შეჯერებული ვარიანტის საფუძველზე დაარა ,,ხელების გადაგრეხვის” პრინციპით.

www.gbf.ge

0.116325