საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პორტუგალიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა პორტუგალიური კლუბის “ოვარენშეს“ დარბაზში დილის მსუბუქი წვრთნა გამართა.
კალათბურთელებმა ძირითადად სროლებში ივარჯიშეს და დრო სატრენაჟორო დარბაზშიც გაატარეს. ოვარის დარბაზი თანამედროვე და საკმაოდ კომფორტულია. ის “დოლჩე ვიტას“ სახელს ატარებს და დაახლოებით 4 ათას მაყურებელს იტევს.
საქართველოს ნაკრები საღამოს ვარჯიშს 20:00 საათზე გამართავს.
https://www.youtube.com/watch?v=8DXM15rmxSM
www.gbf.ge