საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მომავალ, 24-ე ეროვნულ ჩემპიონატს ერთი გუნდი, კონკრეტულად კი “მაკაბი” გამოაკლდა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “მაკაბის” პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა ჯამლეთ ხუხაშვილმა განუცხადა.
“მართალია, “მაკაბი” 24-ე ეროვნულ ჩემპიონატში თამაშს არ აპირებს, მაგრამ გუნდი არ დაიშლება და საქართველოს 20 წლამდელთა ჩემპიონატში იასპარეზებს” – გვითხრა ხუხაშვილმა.