ფეხბურთი

18:09 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ელჩმა და “ფახთაქორის” ვიცე-პრეზიდენტმა “დინამოს” იუბილეზე იმსჯელეს

საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთში კოტე ჟღენტი საფეხბურთო კლუბ ტაშკენტის “ფახთაქორის” ვიცე-პრეზიდენტ სამველ ბაბაიანს შეხვდა.

წელს, 18 ნოემბერს, 50 წელი სრულდება რაც თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო. მაშინ, მატჩი სტადიონ “ფახთაქორზე” ჩატარდა და თბილისელებმა მოსკოვის “ტორპედო” დამატებით დროში 4:1 დაამარცხეს.

ჟღენტისა და ბაბაიანის შეხვედრამ ხსენებულ სტადიონზე ჩაიარა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იუბილესთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები ჩატარდება. იგეგმება “დინამოსა” და “ფახთაქორის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის მატჩის ჩატარება, რომელსაც ქართული ფეხბურთის ვეტერანები დაესწრებიან. ღონისძიებებში მოსკოვის “ტორპედოს” წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

0.115435