ძიუდო

15:48 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ნახევარფინალშია

 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვენიაში მიმდინარე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში მონღოლეთი ადვილად დაამარცხა. მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ ლუბლიანას ტატამზე გელა კელიხაშვილი (66 კგ), ლევან გუგავა (73 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+90 კგ) გაიყვანა. თავისი შეხვედრა ხუთივემ მოიგო.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდება. მასპინძლებმა წინასწარ ეტაპებზე ბრაზილია და უკრაინა ჩამოიშორეს. გუგავას გუნდმა კი მონღოლეთთან დაჭიდებამდე რუსეთს 3:2 სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110979