ძიუდო

16:44 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ

სპორტკომპლექს “არენაში” ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს მედლები პირველ სამ წონით კატეგორიებში თამაშდება. წინასწარი ეტაპის შეხვედრები უკვე დასრულდა.

60 კილოგრამში ფინალში ერთმანეთს ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაუპირისპირდებიან. მესამე ადგილის დასაკავებლად გიორგი მესაბლიშვილი გიორგი ბროლაშვილს შეხვდება, ხოლო პაატა მერებაშვილი ლაშა გიუნაშვილს.

66 კილოგრამში ჩემპიონის ტიტულისთვის შალვა ქარდავა და გიორგი ქალდანი იბრძოლებენ. რეპეშაჟის ფინალში კი მინდია ლილუაშვილი ტრისტან ფეიქრიშვილს შეხვდება, გელა კელიხაშვილი – ბექა ტუღუშს.

73 კილოგრამის ფინალში ზურაბ ნოზაძე და ფრიდონ გიგანი გავიდნენ. ბრინჯაოს მედლისთვის კი გიორგი გასიტაშვილი ლევან ნახუცრიშვილს დაუპირისპირდება, თამაზ კირაკოზაშვილი – არსენა მაჭარაშვილს.


0.118858