შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ფალავნობა 2009 ადამ ოქრუაშვილის გამარჯვებით დასრულდა.
გადამწყვეტ ბრძოლაში, ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა კანდიდატმა, გამოცდილ მოწინააღმდეგეს, რვა გზის ფალავანს, ალექსი დავითაშვილს დამატებით დროში სძლია. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი, ლომერ ჟორჟოლიანი და ზვიად ხანჯალიაშვილი უნდა დაჭიდებოდნენ, მაგრამ ხანჯალიაშვილმა მეტოქეს მედალი უბრძოლველად დაუთმო.
2009 წლის ფალავანმა ჯილდოდ 5000 ლარი მიიღო, ფინალისტს 2000 ერგო, მესამე პროზოირს კი - 1000. ფალავნის ტიტულთან ერთად ადამ ოქრუაშვილს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებასაც მიანიჭებენ.
ოთარ მაღლაკელიძე