კალათბურთი

12:46 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთს სძლია და რუმინეთს შეხვდება

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების წარმატებული მატჩი ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში. სამწუხაროდ, გასული გამარჯვება მხოლოდ მე-9 ადგილისკენ მიმავალი გზის პირველი ნახევარია. თუკი ქართველები დღეს რუმინეთს მოუგებენ, მე-9 პოზიციას დაიკავებენ.

რუმინეთმა ავსტრიას დაძაბულ ბრძოლაში – 70:68 სძლია და მე-9 ადგილისთვის მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველებმაც და რუმინელებმაც თავიანთ – A და B ჯგუფებში მე-5 ადგილი დაიკავეს და მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლიათ, მე-9 საფეხურია.

რუმინეთი და საქართველო მიმდინარე ზაფხულში ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. სამივე მატჩი ბუქარესტში გაიმართა და ყველა ამხანაგურ ხასიათს ატარებდა. ქართველებმა 2 შეხვედრის მოგება მოახერხეს და  მომავალ მატჩშიც ფავორიტად დავით უსტიაშვილის გუნდი ითვლება.

რაც შეეხება ესტონეთთან დღევანდელ, ის ქართველების უპირატესობით როგორც დაიწყო,  ისე დამთავრდა. საბოლოოდ უსტიაშვილის გუნდმა მხოლოდ 8 ქულით იმარჯვა, თუმცა ქართველები რომ ამ თამაშს მოიგებდნენ, საეჭვო მატჩის არც ერთ მონაკვეთში არ გამხდარა.

ქართველებს 16 ქულა–11 მოხსნით ბექა ბურჯანაძემ ულიდერა. 12 ქულა და 5 პასი მიითვალა ირაკლი მიქელაძემ, ხოლო სანდრო სანაძის ანგარიშზე 10 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა.

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველო და რუმინეთი ერთმანეთს დღეს 19:30 საათზე შეხვდებიან.

ევროპის ჩემპიონატი. დივიზიონი. 9-12 ადგილებისთვის. ბოსნია. 19 ივლისი

საქართველო – ესტონეთი 60:52 (14:10, 17:13, 18:14, 11:15)

საქართველო: ბურჯანაძე (16 ქ. 11 მ.), დარახველიძე,  ბოლქვაძე (4 ქ.), ა. გოგოძე (5 ქ. 5 მ.), მიქელაძე (12 ქ. 5 პ.), კვანტალიანი (2 ქ.), ცირეკიძე, აბულაძე (3 ქ.), სანაძე (10 ქ. 6 მ.), მირზიაშვილი (8 ქ. 9 მ.).

www.gbf.ge

0.115262