საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ელიტიდან გავარდა და მომავალ
17-20 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო შეხვედრების პირველი მატჩი ქართველებმა უკრაინასთან წააგეს, რის შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ბოლო 3 გუნდს შორის დაასრულებენ.
B დივიზიონში გავარდა მასპინძელი ესტონეთიც, რომელმაც საკვალიფიკაციო დაპირისპირება ჩეხეთთან 68:94 დათმო. სწორედ ესტონეთს შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღეს. უსტიაშვილის გუნდი მასპინძლებთან ტურნირის ბოლო – 19-20 ადგილებს გაითამაშებს.
ესტონეთს საქართველო მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე შეხვდა და 52:74 წააგო. დღევანდელ მეტოქე უკრაინას რაც შეეხება, საქართველოს ნაკრები სლავებს იტალიაში, დომეჯი დი კადორის ტურნირზე გაეჯიბრა და 75:68 დაამარცხა.
სამწუხაროდ, იმ შემადგენლობიდან ქართველებმა ტრავმების გამო 3 წამყვანი მოთამაშე ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცირეკიძე და ნიკა რამიშვილი მოისაკლისეს და უკრაინასთან შანსი აღარ ჰქონიათ – 47:75.
ევროპირველობის ბოლო მატჩს საქართველო ხვალ, თბილისის დროით 10:00 საათზე გამართავს. მესამე გუნდი, რომელიც B დივიზიონში გავარდება, ჩეხეთსა და ურაინას შორის წაგებული იქნება.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 19 ივნისი
უკრაინა – საქართველო 75:47 (14-10, 19-10, 22-9, 20-18)
www.gbf.ge