სხვა

22:30 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ უტრეხტში ისტორია გადაწერა

2015 წელს თბილისში შეხვედრამდე...

ქართველმა სპორტსმენებმა უტრეხტში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე ისტორია გადაწერეს. აქამდე არასდროს ყოფილა, რომ აღნიშნულ სპორტულ ფორუმზე 8 მედალი მოგვეპოვებინოს.

ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი – ასეთია ჩვენი ნორჩი ათლეტების მონაგარი. ამ მაჩვენებლით, საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-13 ადგილი გვერგო, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.

უკან ისეთი ძლიერი ქვეყნები ჩამოვიტოვეთ, როგორებიცაა: ბელარუსი, ჩეხეთი, უკრაინა, შვეიცარია, ბელგია, დანია, პორტუგალია, ხორვატია, შვედეთი და ა.შ.

ფესტივალის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტებთან ერთად, თავი ჩოგბურთელ გოგონათა წყვილმა ისახელა. მარიამ ბოლქვაძემ და ანა ახალკაცმა მე-3 ადგილისთვის მატჩში მე-8 ნომრად განთესილ რუსებს (კრუჟკოვა-ნიკოლაევა) სძლიეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დღეს, უტრეხტის რიგით XII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა და ისტორიის კუთვნილება გახდა, 2015 წელს კი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი უმასპინძლებს.

www.geonoc.org.ge

0.152465