საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ დასრულდა წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველი მატჩი საქართველოსა და თურქეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის.
8:4 გაიმარჯვეს მასპინძლებმა და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. განმეორებითი შეხვედრა 1 მარტს სტამბოლში ჩატარდება.
ქართველ წყალბურთელებს უფლება აქვთ მაქსიმუმ 3 ბურთის სხვაობით დამარცხდნენ. ამ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზური ხელში ექნებათ. 4 ბურთის სხვაობით დამარცხების შემთხვევაში, დამატებითი დრო დაინიშნება და გამარჯვებულს ბურთების უკეთესი შეფარდება გამოავლენს.
შეხვედრის მიმოხილვას და ფოტორეპორტაჟს worldsport.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.