საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის ლიდერი ლიტვა 26:23 დაამარცხა და ბოლო ტურის წინ მასთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.
თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანად რატი მსხვილიძემ ითამაშა, რომელმაც მეტოქეს 8 გოლი გაუტანა.
11 იანვარს საქართველოს ნაკრები სტუმრად ფინეთს დაუპირისპირდება. ლიტვა კი თურქეთს უმასპინძლებს.