როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, გაისად 5 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს: ლიხტენშტაინს უმასპინძლებს. ეს იქნება ნაკრების უახლოესი შეხვედრა.
ლიხტენშტაინს ევროპაში ერთ-ერთი უსუსტესი ნაკრები ჰყავს და ფიფას რეიტინგში 156-ე ადგილზეა. მათ ბოლო ამხანაგური მატჩი გუშინ გამართეს და შინ ესტონეთთან 0:3 წააგეს. გასულ შესარჩევში მათ 10 მატჩში 2 ქულა აიღეს: ლატვიასთან და სლოვაკეთთან საშინაო თამაშებში.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საშინაო ამხანაგური მატჩი შარშან ნოემბერში ჩაატარა, როცა ეგვიპტესთან 0:0 ითამაშა. ერთიც, საქართველო აქამდე არასოდეს შეხვედრია ლიხტენშტაინს.