10 სექტემბერს საქართველო-ფინეთის მატჩს კვიპროსელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. მთავარი არბიტრი იქნება ლეონტიუს ტრატუ, რომელსაც ადრეც უმსაჯია "ჯვაროსნების" შეხვედრა: 2011 წელს "მიხეილ მესხზე" საქართველო-ლატვია, რომელიც 0:1 დასრულდა.
იმედია, ამჯერად ფეხბედნიერი იქნება კვიპროსელი და საქართველო მესამე ადგილის დაკავების შანსს არ გაუშვებს ხელიდან.
ფინელები ხვალ დილით ჩამოვლენ თბილისში და საღამოს ივარჯიშებენ "დინამო არენაზე". შეხსენებისთვის, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, ბილეთების გაყიდვა კი ორშაბათს 12:00 საათიდან დაიწყება "დინამო არენას" სალაროებში – 5, 10, 15 და 20 ლარი ეღირება.