ძიუდო

17:09 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ფინალშია

 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე რუსეთისა და მონღოლეთის ძლევის შემდეგ, ჩემპიონატის მასპინძელი სლოვენიაც დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ შემადგენლობაში გელა კელიხაშვილი (66 კგ), ლევან გუგავა (73 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+90 კგ) შეიყვანა და ხუთივე მათგანმა იმარჯვა.

ფინალში საქართველოს მეტოქე საბერძნეთი იქნება, რომელმაც პოლონეთი, სამხრეთ კორეა და ჰოლანდია დაამარცხა. ბერძნულ შემადგენლობაში მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობის ჩემპიონი ალექსიოს ნტანაციდისი (81 კგ) და ბრინჯაოს პრიზიორი რომან მასტოპულოსი (73 კგ) გამოდიან. ეს უკანასკნელი ვეტერანი ქართველი ძიუდოისტის გიორგი რევაზიშვილის ვაჟია.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.1253