ფეხბურთი

15:10 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ევროტურნირებზე – ისევ 31-ე

მიმდინარე ევროსეზონის დაწყებამდე, საქართველო საკლუბო დონეზე 31-ე ადგილზე იყო უეფას კოეფიციენტებით და ამჟამადაც ამ პოზიციაზეა, თუმცა ახლა, აზერბაიჯანია საქართველოზე წინ და სლოვენია - ერთი საფეხურით უკან.

შეხსენებისთვის, მოგებაზე კლუბს 0.250 ქულა ეწერება, ფრეზე კი 0.125. ქართულმა კლუბებმა ამ ზაფხულს ჯამში 1.500 მოაგროვეს.  ცნობისთვის, ამდენივე მოაგროვეს ქართველებმა შარშან, თუმცა წლეულს წინაა თამაშები.

ქართული კლუბებისთვის, ყველაზე შედეგიანი იყო 2011/2012 წლების სეზონი, როცა ჯამში 2.865 დააგროვეს. ახლა, ბოლო 5 სეზონის მიხედვით, საქართველოს აქვს 9.500 ქულა და 0.125-ით გაუსწრეს სლოვენიას, რომელსაც ერთადერთი კლუბი შემორჩა მიმდინარე ევროსეზონში: “მარიბორი”. აზერბაიჯანელებმა 10.125 ქულას უწიეს.

მიმდინარე ევროსეზონში, საუკეთესო შედეგი აქვთ რუმინელებს – უკვე 3.000 ქულა მოაგროვეს. “სტიაუას” გარდა, სხვა რუმინული კლუბებიც წარმატებით გამოდიან.

დღესდღეობით, ათეული ასე გამოიყურება:

  1. ესპანეთი – 76.570
  2. ინგლისი – 69.820
  3. გერმანია – 68.712
  4. იტალია – 54.272
  5. პორტუგალია – 53.799
  6. საფრანგეთი – 49.666
  7. ჰოლანდია – 39.396
  8. რუსეთი – 38.082
  9. უკრაინა – 34.299
  10. ბელგია – 31.300  


0.119195