კალათბურთი

15:03 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ჩეხეთის ბილეთები 8 აგვისტოდან გაიყიდება

10 აგვისტოს, საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები თბილისის სპორტის სასახლის სალაროებში 8 აგვისტოდან გაიყიდება. კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩზე დასასწრები ბილეთები 5, 10 და 15 ლარი ეღირება.

სპორტის სასახლის სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებენ. პირველი იარუსის ბილეთები 15 ლარი ეღირება, ხოლო მეორე იარუსის – 5 და 10 ლარი.

ფანებისთვის გამოყოფილი იქნება ცალკე სექტორი და ვინც სპორტის სასახლეში სპეციალური ატრიბუტიკითა და ქართველთა აქტიურად საქომაგოდ მიდის, ფან-ზონის ბილეთების შეძენა შეეძლებათ.

ფან-ზონა განთავსებული იქნება მე-2 იარუსზე, მე-3 სექტორში.

0.12852