საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩს რუსთავში მართავს, აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენებურები, რომლებსაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლიათ, იგებდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე სტუმრებმა ლელო გაიტანეს, ამას შედეგიანი საჯარიმოც მოაყოლეს და ტაიმი 2 ბურთის სხვაობით 13:15 მოიგეს.