გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველის – დიეგოს დაბრუნება მის მშობლიურ “სანტოსს” აქვს გადაწყვეტილი. Sambafoot-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელებმა კატალონიის “ბარსელონას” ნეიმარი მიჰყიდეს, საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ თავიანთი ყოფილი ფეხბურთელის დასაბრუნებლად.
დიეგოს შეძენა სურდა მადრიდის “ატლეტიკოსაც”, მაგრამ გერმანელებმა ნახევარმცველი 5 მილიონ ევროდ არ დათმეს. საგულისხმოა, რომ დიეგოს გარდა, “სანტოსი” რობინიოს დაბრუნების იმედსაც არ კარგავს.
ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში, დიეგომ “ვოლფსბურგის” მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.