მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აცხადებს, რომ სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია და დასახელებაში სპონსორის სახელის დამატება იგეგმება.
“გვინდა, რომ რეკონსტრუქციის გეგმა თვის ბოლომდე შევათანხმოთ. ამჟამად, 4 პოტენციური კონტრაქტორი გვყავს, რომელთაგანაც საუკეთესოს შევარჩევთ. ვფიქრობ, სამუშაოების ზაფხულში დაწყებას მოვახერხებთ.
სპონსორული შეთანხმებების მიმართულებითაც ვმუშაობთ. სტადიონის სახელწოდებას სპონსორის დასახელებაც დაემატება.” – ციტირებს პერესის სიტყვებს El Confidencial-ი.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რეალის” სტადიონის სახელწოდებაში თავისი სახელის დამატების ყველაზე დიდი შანსი Fly Emirates აქვს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად, “რეალის” საშინაო არენას კლუბის ლეგენდის, სანტიაგო ბერნაბეუს სახელი ჰქვია.