მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა დამატებითი ფინანსური შემოსავლების ძიებაშია და ამისთვის მზადაა, კლუბის მთავარ არენა “სანტიაგო ბერნაბეუს” სახელი შეუცვალოს.
AS-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” მზადაა, სტადიონის სახელის უფლება გაყიდოს და ამ გზით სოლიდური მოგება მიიღოს. გავრცელებული ცნობით, “რეალი” მოლაპარაკებას მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანთან, კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსთან აწარმოებს.
თუ შეთანხმება შედგება, სტადიონს სახელი 2016 წლის ზაფხულიდან შეეცვლება, როდესაც კლუბი მის რეკონსტრუქციას ჩაატარებს.
სტადიონის სავარაუდო სახელი “Microsoft Bernabeu” იქნება.