ფეხბურთი

16:48 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია 400 მილიონი ევრო დაჯდება

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის თქმით, რეკონსტრუქციის შემდეგ სტადიონი “სანტიაგო ბერნაბეუ” მსოფლიოში საუკეთესო იქნება, ხოლო მისი გაუმჯობესება დაახლოებით 400 მილიონი ევრო დაჯდება. უკვე მზადაა მაკეტი. ტენდერში სამი ფირმა, გერმანული GMP, საერთაშორისო L-35 და კატალონიური Ribas & Ribas მონაწილეობენ. გეგმის მიხედვით, რეკონსტრუქცია ამ სეზონის ბოლოს დაიწყება და სამ წელიწადს გასტანს. სტადიონს მოძრავი სახურავი ექნება.

“დადგა ახალი გამოწვევების დრო. ჩვენ ვიწყებთ “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციას, რომელიც ახლო მომავალში მსოფლიოში საუკეთესო იქნება. ეს ბრენდი დიდად წაადგება კლუბისა და მთლიანად ქალაქის სახელს, “- განაცხადა პერესმა პროექტის პრეზენტაციაზე.

0.113474