კალათბურთი

3:48 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “სარაგოსა” მალაგელებთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” მალაგის “უნიკახას” უმასპინძლა და 81:91 წააგო. შეხვედრის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 25:10 მოიგეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 23:56 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. სანიკიძემ 4-ვე ორქულიანი გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

16 მოგებით და 12 მარცხით, არაგონელები მე-6 ადგილზე დარჩნენ.

მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”, რომელიც საპლეიოფო რვეულში მოსახვედრად იბრძვის.

სევილიელებმა სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი “მანრესა” 97:72 გაანადგურეს და 15 მოგებით მე-8 საფეხური შეინარჩუნეს.

ბურჯანაძემ მოედანზე 06:37 წუთი გაატარა და აქტივში 1 მოხსნა ჰქონდა, პასივში კი პერსონალური ფოლი.

0.113875