კალათბურთი

13:53 | 11.09.2014 | ნანახია 3817 - ჯერ

სანიკიძის პირველი უნიქსური დუბლი

ლიტვურ შეკრებაზე მყოფმა ყაზანის “უნიქსმა” მე-3 საკონტროლო მატჩი მოიგო და ისე როგორ იქნებოდა თავი ვიქტორ სანიკიძეს არ გამოეჩინა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა, რომელიც მომავალ სეზონს ჩინებულ ფორმაში ხვდება, ორმაგი დუბლი გაიფორმა – 14 ქულა, 11 მოხსნა.

გასული თამაშებისგან განსხვავებით, ყაზანელებს სერიოზული მეტოქე ჰყავდათ – ევროლიგის მრავალგზის მონაწილე, ევროპის თასის ორგზის (2005, 2009) მფლობელი, ერთ-ერთი საუკეთესო ლიტვური კლუბი “ლიეტუვოს რიტასი”. გუნდს “ლიტვური დილა” 1998 წლიდან ეწოდა, მანამდე კი, მას ქომაგი ვილნიუსის “სტატიბას” სახელით იცნობდა.

საინტერესოა, რომ მატჩი ბოლო მეოთხედამდე დაძაბული გახლდათ და უკანასკნელი ათწუთეულის წინ, “უნიქსი” მხოლოდ 4 ქულით იყო წინ, შემდეგ კი, მასპინძლებს შანსი აღარ დაუტოვა და 92:75 დაამარცხა.

ყაზანელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დასკვნით მეოთხედში ლიდერობა საკუთარ თავზე ლეგიონერებმა აიღეს და უდავოა, რომ მათ შორის სანიკიძეც იქნებოდა, რომელიც თანაგუნდელთაგან შედეგიანობით მხოლოდ უაიტს და გუბანოვს (მათ 17-17 ქულა ჩააგდეს) ჩამორჩა, ფარზე კი საუკეთესო შედეგი ჰქონდა. აქვე ვთქვათ, რომ “უნიქსს” დორ ფიშერმა 14 ქულა შესძინა, კურტის ჯერელსმა და კიტ ლენგფორდმა კი აქტივში 11-11 ქულა ჩაიწერეს.

ლიტვური ვოიაჟის კვალად, რუსულმა კლუბმა გეზი გერმანიის ქალაქ ბამბერგისკენ აიღო, სადაც მომავალ უქმეებზე ოთხთა ტურნირი გახლავთ დაგეგმილი. შაბათს ნახევარფინალებია შედგება, კვირას კი, მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი. უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალში “უნიქსი” თურქული “ბანვითს” გაეჯიბრება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი გერმანული გუნდები – “ბროზე ბასკეტსი” და “მიტელდოიჩერი” იბრძოლებენ.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელში მანუჩარ მარკოიშვილს უთამაშია, “კანტუში” მისი ყოფილი დამრიგებელი ანდრეა ტრინკიერი კი ამჟამად, “ბროზე ბასკეტსის” თავკაცია. ბროზელები გერმანიის ჩემპიონატს 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში იგებდნენ, გასულ სეზონში კი პლეი-ოფს უკვე მეოთხედფინალში გამოეთიშნენ და “საშველად” გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს უხმეს.

თამაშის მომენტები

https://www.youtube.com/watch?v=8m861IEdqhw


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:40 | 13.09.2014
chelidze (5010)

აი მკლავზე რო შავი ლენტები აქ მიკრული ეგ რისთვის არი???

00:47 | 12.09.2014
BEERTRANCE (97819)

ვავა ლიტვა.

23:50 | 11.09.2014
BEERTRANCE (97819)

ლიტვა ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას მარა არ გამოსდის ჯერჯერობით

22:35 | 11.09.2014
გოჩა (219)

აშშ - ლიტვა (ქართული კომენტარი)
0?'>http://veetle.com/v/4e10a220d0e1e':'>http://veetle.com/v/4e10a220d0e1e'))

15:39 | 13.09.2014
chelidze (5010)

გაიხარე მადლობა

20:32 | 11.09.2014
Z U R A (18341)

ყოჩაღ ვიკა ეგრე გააგრძელე... რატო აღიზიანებ ხალხს ამის წვერი ვერ ვხვდები)

20:28 | 11.09.2014
ogafa (10230)

წარმატებები

18:48 | 11.09.2014
3 სავანელი (1199)

საღოლ ვიკა!

15:54 | 11.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

მიდი ვიქტორი.

15:25 | 11.09.2014
kila (557)

უნიქსი უვრო ლიგაზე ითამაშებს?

21:53 | 11.09.2014
michael_jordan (3195)

კი პლეიოფს

14:52 | 11.09.2014
michael_jordan (3195)

სერიოზული გუნდია უნიქსი ზიელონა გორას ხო დაადებენ და პახოდუ ჯგუფიდანაც გავლენ

14:49 | 11.09.2014
iolasha (261)

ჩემი ფავორიტია ქართველ კალათბურთელებს შორის, ერთადერთი კალათბურთელია რომელსაც შეეძლო ნბა-ში მაღალ დონეზე თამაში, ყველა მონაცემი ქონდა...ისე Kი გამოიყურება ასაკის შესაბამისად ) რეალურად 84-იანია ზაზა კი 83-ანი და ცქიტა 81 ანი...

14:46 | 11.09.2014
festina (2659)

ამას ძაან გამოადგა ნაკრებში ტამაში იმენა ფორმაში შეხვდა უნიქსს

14:29 | 11.09.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები ვიკას.

14:10 | 11.09.2014
ცოტნელუკა (101)

ნეტა ამან ეს წვერი გაიპარსოს, რა უბედურებაა ამხელა წვერი ...DDD წარმატებები ვიკააა

15:39 | 13.09.2014
chelidze (5010)

ჰარდენმა გააგიჟა სასტავი

14:14 | 11.09.2014
sabonis (9584)

ისე კალათბურთში მაგარ მოდაში შემოვიდა წვერის მოშვება. ისე მაგან ითამაშოს ასე კიდე ერთი მინიმუმ 5 წელი და რაც უნდა ის მოუშვას.DDD

14:28 | 11.09.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108697