კალათბურთი

1:28 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “მონტეპასკი” ფინალში ითამაშებს!

ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს. ქართველი ფორვარდის “მონტეპასკიმ” ნახევარფინალურ სერიაში 3:1 დაწინაურების შემდეგ, “ჩიმბერიო ვარეზეს” ანგარიშის გათანაბრების საშუალება კი მისცა, თუმცა, სტუმრად ჩატარებულ გადამწყვეტ მე-7 შეხვედრაში მეტოქეს უშანსოდ – 69:82 სძლია.

სამწუხარო ისაა, რომ სანიკიძეს საჩემპიონო მატჩში თავის გამოჩენის შანსი ფაქტობრივად არ მისცემია. ვიქტორმა მოედანზე მხოლოდ 4 წუთი გაატარა და 1 შეცდომას და 1 პერსონალურ ფოლს გამორჩა.

შეხვედრის გმირი სიენელთა მცველი დენიელ ჰეკეტი გახდა, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა, 9 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. კარგად გამოიყურებოდნენ სიენელთა ამერიკელი ლეგიონერებიც: დევიდ მოსმა 19 ქულას 6 მოხსნა წაამატა, ხოლო ბობი ბრაუნმა 14 ქულა ჩააგდო.

ამგვარად, “მონტეპასკიმ” ფინალში გააღწია, სადაც მეტოქედ “ასეა რომა” ეყოლება. მომავალი სერია ასევე ოთხ მოგებამდე იქნება, მოედნის უპირატესობა რომაელთა მხარესაა, პირველი მატჩი კი 11 ივნისს შედგება.

0.117064