კალათბურთი

21:53 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის გუნდმა აუტსაიდერთან იმარჯვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 32-ე ტურში ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” გამოკვეთილ აუტსაიდერ “ვალიადოლიდს” ესტუმრა და იოლი გამარჯვება იზეიმა – 96:68.

ქართველმა ფორვარდმა 25:03 წუთს ითამაშა და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში, სტუმრებმა მასპინძლებზე 35 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ვიქტორმა 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მან 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ სარაგოსელებმა 33-დან 17 (!) სამქულიანი გამოიყენეს, განსაკუთრებით კი თავი ხორვატმა დამიან რუდეზმა გამოიჩინა, რომელმაც 8-და7 შორეული ტყორცნა ჩააგდო და 25 ქულას და 6 მოხსნას გამორჩა.

21 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა ამერიკელმა მაიკლ როლმა, ხოლო ჰოლანდიელი ჰენკ ნორელის აქტივში 13 ქულა და 8 მოხსნა გახლდათ.

არაგონელებმა 18 მოგება და 14 მარცხი მოაგროვეს და მე-6 ადგილზე იმყოფებიან. ჯერჯერობით, საპლეიფო ზონაში რჩება ბექა ბურჯანაძის “კახასოლიც”, რომელმაც მეორეადგილოსან “ვალენსიასთან” სტუმრად დიდი ბრძოლა გადაიტანა და ოვერტაიმში 93:104 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა 02:57 წუთში 1 სამქულიანი ააცილა, 1 მოხსნა მიითვალა და ერთხელაც დაჯარიმდა. სევილიურმა კლუბმა 17 მოგების წილ მე-15 მარცხი მიითვალა და მე-7 პოზიციაზეა.

0.115362