კალათბურთი

1:14 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის და შერმადინის “სარაგოსას” უცნაური მეოთხედი

ევროთასის მე-5 ტურის მატჩში გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ფრანგულ “გრაველინ დიუნკერკს” ესტუმრა და მეტად უცნაურ ვითარებაში დამარცხდა. საქმე ის გახლავთ, რომ შეხვედრის ბოლო მეითხედის წინ ესპანური გუნდი 7 ქულით (62:55) იგებდა, ბოლო ათწუთეული კი 5:30 (!) დათმო და 67:85 წააგო.

გასულ მატჩში ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, უკეთ კი სანიკიძე გაისარჯა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ვიქტორის მონაგარი 9 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.

ქართველმა ფორვარდმა 24:23 წუთში 7-დან 3 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 2-ჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ.

მოედანზე 19:55 წუთი გაატარა შერმადინმა, ვისი მონაგარიც 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 4-ჯერ შეცდა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მასზეც თამაშიც წესები ამდენჯერვე დაირღვა.

“სარაგოსას” რიგებში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ესპანელი პერე ტომასი იყო, “გრაველენს” კი ფრანგმა ჯონატან რუსელემ და ამერიკელმა დი ჯეი კენედიმ ულიდერეს, შესაბამისად, 21 და 20 ქულით.

ქართველთა გუნდს 2 მოგების წილ მე-3 მარცხი მოუგროვდა და ევროთასის D ჯგუფში მხოლოდ აუტსაიდერ “მონსს” უსწრებს. 20 ნოემბერს სარაგოსელები სწორედ ბელგიელებს ესტუმრებიან.

0.116587